აშშ-ში, ნიუარკის აეროპორტში უპილოტო მფრინავი მოწყობილობის გამო, ათობით ავიარეისი გადაიდო
აშშ-ში, ნიუარკის აეროპორტში უპილოტო მფრინავი მოწყობილობის გამო, ათობით ავიარეისი გადაიდო

აშშ-ში, ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტში უპილოტო მფრინავი მოწყობილობის გამო, ათობით ავიარეისი გადაიდო. ამის შესახებ BBC იუწყება.

ნიუ-ჯერსის შტატის მთავარ აეროპორტში საფრენი აპარატების გამოჩენის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი სამგზავრო თვითმფრინავს 9 მეტრით მიუახლოვდა.
ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეთერთმეტეა. ის ყოველწლიურად 20 მილიონ მგზავრს ატარებს.

მსგავსი ინციდენტები საშობაო დღესასწაულის პერიოდში დიდ ბრიტანეთშიც მოხდა. უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენის გამო, გეთვიკის აეროპორტი თითქმის ერთი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოგვიანებით იგივე შემთხვევა დაფიქსირდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტშიც.