აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5119-ს მიაღწია
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5119-ს მიაღწია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5119-ს მიაღწია. მათგან 2000-ზე მეტი მხოლოდ ნიუ იორკშია.

პაციენტთა ჭარბი ნაკადის გამო, ცენტრალურ პარკში საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ამ დროისთვის ვირუსისგან განკურნება სულ 8672 პაციენტმა შეძლო. სულ ინფიცირებულთა ოდენობა კი 216 000-ს აღემატება.