აშშ-ში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა არის დადასტურებული
აშშ-ში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა არის დადასტურებული

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე ქვეყნის 36 შტატში 241 ადამიანი შეამოწმეს. მედიის ცნობით, ექვსის ლაბორატორიული პასუხი დადებითი იყო, 114-ის ნეგატიური, 121-ის პასუხი კი ამ დრომდე უცნობია.

ახალი კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა არიზონაში, ერთი ვაშინგტონში, ორი კალიფორნიაში და ორი ილინოისში.