აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 31 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 6 276 365 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 403 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 188 941-ს აღწევს.