აშშ-ში განათლების მინისტრად ლებრონ ჯეიმსს ითხოვენ
აშშ-ში განათლების მინისტრად ლებრონ ჯეიმსს ითხოვენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას იმაზე, რომ “ლეიკერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ქვეყნის განათლების მინისტრად დაინიშნოს, – იტყობინება Bleacher Report.

პეტიცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაეგზავნა.

“ლებრონ ჯეიმსი მაგალითია ბავშვებისთვის მთელს ქვეყანაში. მან აჩვენა, რომ ადარდებს ამერიკის ახალგაზრდა თაობის ბედი. მას ესმის საზოგადოებრივი განათლების მნიშვნელობა და ძალა. ამგვარი განათლება ეხმარება ბავშვებს საკუთარი რეალური პოტენციალის რეალიზაციაში”, – წერია მიმართვის ტექსტში.

ლებრონ ჯეიმსმა ამ ზაფხულს “ლეიკერსთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დებიუტი ახალ კლუბში 18 ოქტომბერს, “პორტლენდთან” მატჩში შედგება.

სხვათა შორის, ჯეიმსმა შაბათს, პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალი გუნდის შემადგენლობაში. მოედანზე ის ახალგაზრდა მოთამაშეებთან – ბრენდონ ინგრემთან და კაილ კუზმასთან ერთად მუშაობდა.