ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაა. ქვეყნის 70 პროცენტი თოვლითაა დაფარული. ყველაზე რთული მდგომარეობა ტეხასის, ლუიზიანისა და კენტუკის შტატებშია.
„როიტერის“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, დიდთოვლობის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონებში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გადადებულია ათასობით ავიარეისი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატების გუბერნატორებს შეხვდა. ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმაროს.