აშშ-ში აცხადებენ, რომ ვენესუელისთვის განკუთვნილი ირანული ნავთობით დატვირთული გემი დააკავეს
აშშ-ში აცხადებენ, რომ ვენესუელისთვის განკუთვნილი ირანული ნავთობით დატვირთული გემი დააკავეს

აშშ-მა ვენესუელისთვის განკუთვნილი ირანული ნავთობით დატვირთული გემი დააკავა. როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, „უცხოელი პარტნიორების დახმარებით, საერთო ჯამში კონფისკაციას დაექვემდებარა 1,1 მილიონი ბარელი ნავთობი“.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავთობი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის.

ვენესუელაში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ არც ნავთობი და არც დაკავებული გემების ირანს არ ეკუთვნის.

როგორც „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, ნავთობის კონფისკაციისას სამხედრო ძალა არ გამოუყენებიათ. ამის ნაცვლად, აშშ სანქციებით დაემუქრა გემების მფლობელებს, სადაზღვევო კომპანიებს და კაპიტანს, შედეგად კი, აიძულა, ნავთობი ნებაყოფლობით დაეთმოთ.

ამ ეტაპზე, უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებული ხომალდები.