აშშ-ში 13-23 წლის ახალგაზრდების სპორტული სიმპათიები გამოიკვლიეს - საყვარელი სპორტსმენი კობი ბრაიანტია, საყვარელი სპორტი - ამერიკული ფეხბურთი
აშშ-ში 13-23 წლის ახალგაზრდების სპორტული სიმპათიები გამოიკვლიეს - საყვარელი სპორტსმენი კობი ბრაიანტია, საყვარელი სპორტი - ამერიკული ფეხბურთი

ანალიტიკურმა კომპანია Morning Consult-მა გამოკითხვა ჩაატარა 13-23 წლის ახალგაზრდებში (ე. წ. თაობა Z) მათი სპორტული სიმპათიების გასარკვევად.

გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სპორტის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამენ. თაობა Z-ის წარმომადგენელთა 47 პროცენტი საყვარელ სპორტულ ლიგად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას ასახელებს.

ახალგაზრდებს შორის კალათბურთელებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც ხმების 11 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზეა დღევანდელი „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი (10 პროცენტი). TOP5-ში მოხვედრილი სხვა კალათბურთელები მნიშვნელოვანად ჩამორჩებიან ბრაიანტსა და ჯეიმსს: „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი (3.9 პროცენტი), „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდა მაიკლ ჯორდანი (3.7 პროცენტი) და „ჰიუსტონის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი (1.2 პროცენტი).

არაკალათბურთელებს შორის საუკეთესოა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – მან ხუთი პროცენტი მიიღო და საერთო რეიტინგში მესამე ადგილზეა ბრაიანტისა და ჯეიმსის შემდეგ.

სპორტის სახეობებს შორის ყველაზე პოპულარულია ამერიკული ფეხბურთი – 49 პროცენტი, შემდეგ მოდის კალათბურთი (NBA) – 47 პროცენტი. მეოთხეა ელექტრონული სპორტი, რომელიც უსწრებს ჰოკეის, UFC-ის, ბეისბოლსა და ა. შ.

დატოვე კომენტარი