აშშ შეუერთდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმს, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებს
აშშ შეუერთდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმს, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებს

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად აშშ ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმს შეუერთდა. რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს 16 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია იძიებს. მისია შეისწავლის ცნობებს ლგბტ საზოგადოების, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის შემთხვევებს.

„რუსეთმა არსებითად არ უპასუხა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებასა და პასუხისმგებლობის შესახებ მოწოდებებს. ამიტომ, ეუთო-ს ფორმატის ფარგლებში ამ ქმედებების დახმარებით ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დევნის დამტკიცების მიზნით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ პალადინომ.