აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, რობერტ პალადინოს განცხადებით, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მათ ისაუბრეს საერთო გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებით აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე, აშშ-ის უცვლელ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.