აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილს რუსეთი და სირია ასუფთავებენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილს რუსეთი და სირია ასუფთავებენ

სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილს რუსეთი და სირია ასუფთავებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა​. მისი თქმით, ვაშინგტონს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სირიის რეჟიმთან კავშირში მყოფი რუსეთის წარმომადგენლები დუმაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორების შესვლას აფერხებენ. ნაურტმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილზე სირიის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, რომ დუმაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებები შეცვალონ.

სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 7 აპრილს გავრცელდა. დასავლეთის ქვეყნებმა მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაში სირიის რეჟიმი დაადანაშაულეს და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

დამასკო და მოსკოვი ბრალდებებს უარყოფენ და გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებენ.