აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა ვარსკვლავური სამწვრთნელო შტაბი მიიღო
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა ვარსკვლავური სამწვრთნელო შტაბი მიიღო

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში მთავარი, მწვრთნელის – გრეგ პოპოვიჩის ასისტენტები დანიშნეს. ეს სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს.

ამ ორ ტურნირზე პოპოვიჩის ასისტენტები იქნებიან: „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი – სტივ კერი, „ინდიანას“ თავკაცი – ნეიტ მაკმილანი და NCAA-ის შარშანდელი ჩემპიონის „ვილანოვას“ მთავარი მწვრთნელი – ჯეი რაიტი.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, აშშ-ის ნაკრები ჯეფ ვან განდი უხელმძღვანელებს, რომელიც თავის უფლებამოსილებას პოპოვიჩს მთავარი ტურნირის წინ გადასცემს.