აშშ-ს ქალთა ჰოკეის ნაკრები ფინალშია (ვიდეო)

გაიმართა პირველი ნახევარფინალური მატჩი ჰოკეიში ქალთა შორის, რომელშიც ერთმანეთს შეერთებული შტატებისა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ამერიკელთა სრული დომინირებით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, 5-0 დასრულდა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც თბილისის დროით დღეს 16:10 საათზე დაიწყება, ერთმანეთს კანადისა და რუსეთის ოლიმპიური ათლეტების გუნდები დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ის 22 თებერვალს, თბილისის დროით დილის 8:10 საათზეა დაგეგმილი.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე