აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელი მსაჯების საჯარო კრიტიკისთვის დააჯარიმეს
აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელი მსაჯების საჯარო კრიტიკისთვის დააჯარიმეს

საფეხბურთო კლუბ „ტორონტოსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების თავდამსხმელი ჯოუზი ალტიდორი „მეიჯორ ლიგ სოკერმა“ (MLS) მსაჯების საჯარო კრიტიკისთვის დააჯარიმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულ ლიგაში „საშინელი, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მსაჯები არიან“, რაც ლიგის წესდების, კერძოდ კი მისი საჯარო კრიტიკის პოლიტიკის სერიოზული დარღვევაა.

ტელეკომპანია „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN) იტყობინება, რომ ალტიდორი „დი-სი იუნაიტედის“ წინააღმდეგ მატჩში მომხდარმა ინციდენტმა განარისხა, კერძოდ კი იმან, რომ მსაჯმა „ტორონტოს“ სასარგებლოდ, როგორც თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, აშკარა პენალტი არ დანიშნა.

ჯარიმის ოდენობა, რომლის გადახდა ფეხბურთელს მოუწევს, არ სახელდება.