აშშ-ს დურანტმა ულიდერა - პოპოვიჩის გუნდი ფინალშია და მეტოქეს ელოდება #1TVSPORT
აშშ-ს დურანტმა ულიდერა - პოპოვიჩის გუნდი ფინალშია და მეტოქეს ელოდება #1TVSPORT

დღეს, 5 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, კალათბურთის ნახევარფინალები მიმდინარეობს, სადაც პირველ შეხვედრაში აშშ ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მიუხედავად დაძაბული პირველი ტაიმისა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 97:78 და ოქროს მედალს მიუახლოვდა.

შეხვედრა ავსტრალიელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ ეს დიდწილად პოპოვიჩის კალათბურთელების დამსახურება იყო. ამერიკელებმა მეორე მეოთხედის ბოლო წუთებამდე 9 სამქულიანიდან ვერცერთი გამოიყენეს, მაგრამ შემდეგ თამაშში დაბრუნება მალევე მოახერხეს და საბოლოო ჯამში, მეტოქე 19 ქულის სხვაობით დაამარცხეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც აშშ-ის ნაკრებმა 22 ქულით მოიგო.

შეხვედრაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 23 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. 20 ქულა ჰქონდა დევინ ბუკერს. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეისაც, რომლის ანგარიშზე 13 ქულა 8 მოხსა და 8 პასია. ავსტრალიის შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი პატი მილსი იყო 15 ქულითა და 8 პასით.

მეორე ფინალისტი სლოვენიასა და საფრანგეთს შორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.