აშშ რუსეთს მიმართავს, განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
აშშ რუსეთს მიმართავს, განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მიმართავს, განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.

„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან რაც მივუთითეთ, დარწმუნების გზავნილია. რა თქმა უნდა, რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობლების დაშინებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის მთავრობასთან კონტაქტზეა და ეს უმაღლეს დონეზე ხდება.

უკრაინამ, დასავლეთის ქვეყნებმა და ნატო-მ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაში დაადანაშაულეს.