აშშ რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს გადასცემს
აშშ რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში შექმნილი ფილტვის 50 აპარატი რუსეთში გასაგზავნად 20 მაისს იქნება მზად, დანარჩენი 150 კი 26 მაისს გაიგზავნება.

აშშ-ის მთავრობამ სრულად დაფარა მოწყობილობების ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯები. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ხარჯებმა მთლიანობაში 4.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

მოწყობილობები რუსეთს სამხედრო თვითმფრინავით გადაეცემა, რადგან ამჟამად რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კომერციული ფრენები თითქმის არ ხორციელდება. როგორც აშშ-ში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება „არ წარმოადგენს რუსეთის სამხედროებთან რაიმე პარტნიორობის სიგნალს“.