აშშ ქალთა მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა (ვიდეო)

ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს, პირველი ფინალისტი გამოვლინდა – ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა აშშ-მ ანგარიშით 2:1 დაამარცხა ინგლისი.

ანგარიში მე-10 წუთზე ამერიკელთა ფორვარდმა კრისტენ პრესმა გახსნა. ცხრა წუთის შემდეგ, ანგარიში გაათანაბრა ელენ უაიტმა. 31-ე წუთზე ალექს მორგანმა კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ აშშ. სხვათა შორის, უაიტი და მორგანი ექვს-ექვსი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირები არიან.

ინგლისს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ 84-ე წუთზე სტეფანი ჰოუტონმა ვერ შეძლო 11-მეტრიანის გატანა.

ამერიკის მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ჰოლანდიისა და შვედეთის ნახევარფინალში გაირკვევა.

აშშ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამ გუნდს ყველაზე მეტჯერ – სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიო თასი.