აშშ-პოლონეთის ერთობლივი წვრთნები დაიწყო
აშშ-პოლონეთის ერთობლივი წვრთნები დაიწყო

აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივი წვრთნები წამოიწყეს. მანევრებში სახელწოდებით „დეფენდერ ეუროპ 20 პლუსი“ ოთხი ათასი ამერიკელი და ორი ათასი პოლონელი ჯარისკაცი ჩაერთვება.

სწავლებების დაწყების წინ ყველა სამხედრო მოსამსახურემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. წვრთნები, რომლებიც პოლონეთში იმართება, ნატო-ს მიერ დაგეგმილი მანევრების მოდიფიცირებული ვარიანტია.

სწავლება 19 ივნისამდე გაგრძელდება.