აშშ ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი

23:12, 10.12.2017

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ სრული შემადგენლობით გაგზავნის თავის ოლიმპიურ გუნდს 2018 წლის ზამთრის თამაშებზე.

„დიახ, ჩვენ გავგზავნით გუნდს პიონჩანგში“, – აღნიშნა ჰეილიმ ტელეარხ FOX-ის ეთერში.

მანამდე ჰეილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ამერიკელი ოლიმპიელების გამოსვლა ზამთრის თამაშებში დამოკიდებული იქნება კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობაზე. ამ განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც განაცხადა, რომ ოლიმპიადის ბოიკოტის შესაძლებლობა განხილული არ ყოფილა.

მსგავსი