აშშ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს
აშშ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩველმა ჯონ ბოლტონმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ გზით ვაშინგტონი ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში დარჩენისთვის საჭირო ფინანსური რესურსების შეჩერებას ეცდება.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვენსუელის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

ჯონ ბოლტონის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელიოტ აბრამსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციების დაწესებას ე.წ. მესამე პირებისთვისაც არ გამორიცხავს. დიპლომატის განმარტებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აკრძალვების სიაში შესაძლოა, ის კომპანიები და სახელმწიფოებიც შეიყვანოს, რომლებიც ნიკოლას მადუროსთან თანამშრომლობენ.