აშშ მზადაა, ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხზე რუსეთთან შეხვედრა გამართოს
აშშ მზადაა, ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხზე რუსეთთან შეხვედრა გამართოს

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა რუსეთთან ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების საკითხზე. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მიესალმება რუსეთის სურვილს, მიაღწიოს პროგრესს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე და მზად არის საბოლოოდ შესათანხმებლად დაუყოვნებლივი შეხვედრისთვის.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, აშშ-სთან ერთად გაყინოს ბირთვული იარაღის მარაგები. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა ინიციატივით სტრატეგიული შეიარაღების შესახებ შეთანხმების (NEW START) ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.

დატოვე კომენტარი