აშშ-მექსიკის საზღვარზე განთავსებული ეროვნული გვარდია შესაძლოა, დამატებით შეაიარაღონ
აშშ-მექსიკის საზღვარზე განთავსებული ეროვნული გვარდია შესაძლოა, დამატებით შეაიარაღონ

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე განლაგებულ ჯარებს დამატებით შეაიარაღებენ. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კალიფორნიის შტატის მთავრობამ მექსიკის საზღვართან ეროვნული გვარდიის გაგზავნაზე უარი თქვა.

„ჩვენ კალიფორნიის მთავრობასთან დიალოგს ვაწარმოებთ. ისინი თავდაპირველად თანახმა იყვნენ, გაეგზავნათ ჯარი საზღვარზე, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ“, – განაცხადა ბრიფინგზე შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ რობერ სეილსესმა.

მექსიკის საზღვარზე მიგრაციის ნაკადის შეჩერებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, არიზონამ 250, ნიუ მექსიკომ 50, ტეხასმა კი 650 ჯარისკაცი გაგზავნა.

ერთი კვირის წინ პენტაგონში განაცხადეს, რომ თანახმა არიან, ეროვნული გვარდიის 4000 წევრი სექტემბრისთვის საზღვრის დასაცავად განათავსონ.

აშშ-სა და მექსიკას შორის 3,145 კმ-იანი საზღვარია. დონალდ ტრამპის ინიციატივით, საზღვრის გასწვრივ არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტრაფიკის შესაჩერებლად კედელი აშენდება. სწორედ კედლის მშენებლობა იყო დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება.