აშშ-მა უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო
აშშ-მა უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. განცხადება პენტაგონში გააკეთეს.

როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინის მხარდაჭერის მორიგი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემების ჭურვებს, 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო-სამედიცინო მანქანებს.

ამრიგად, აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ 9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ-ი გააგრძელებს მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა უკრაინას გადასცეს საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.