აშშ-მა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
აშშ-მა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

აშშ-მა საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. პენტაგონის ინფორმაციით, გამოცდა კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ბაზიდან განხორციელდა და რაკეტამ 500 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა.

ეს უკვე რიგით მეორე სარაკეტო ტესტირებაა. აგვისტოში პენტაგონმა კიდევ ერთი სარაკეტო გაშვება განახორციელა.

მსგავსი ტესტირების ჩატარებას 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება კრძალავდა, რომელსაც აშშ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოეთიშა. ვაშინგტონი მოსკოვს ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა.