აშშ-მა პოლონეთისთვის ახალი საარტილერიო სარაკეტო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-მა პოლონეთისთვის ახალი საარტილერიო სარაკეტო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის ახალი საარტილერიო სარაკეტო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა. შეთანხმება პოლონეთისთვის 20 ერთეული სარაკეტო სისტემის მიყიდვას ითვალისწინებს. ოფიციალურმა ვარშავამ ვაშინგტონს რაკეტების მიწოდების შესახებ შარშან მიმართა.

„შეთანხმება დაეხმარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ელი მოკავშირის უსაფრთხოების გაუმჯობესებით, რომელიც ევროპის პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი ძალაა“, – ნათქვამია თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საარტილერიო სარაკეტო სისტემების ღირებულება 655 მილიონი დოლარია.