აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ჩინეთს გაუსწრო
აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ჩინეთს გაუსწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 82 000-ს აღწევს. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 1177 ადამიანი.

ინფიცირების ამ მაჩვენებლით აშშ-მა ჩინეთს გადაუსწრო. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 13 700-ზე მეტი და გარდაცვალების 150 შემთხვევა.