აშშ-მა კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო რუსეთის სამთავრობო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სანქციები დაუწესა
აშშ-მა კიბერსივრცეში მავნებლური საქმიანობის გამო რუსეთის სამთავრობო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის სამთავრობო, „ქიმიისა და მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს“ სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსეთის სამთავრობო კვლევით ცენტრს პირდაპირი კავშირი აქვს დესტრუქციულ და სიცოცხლისათვის საშიშ პროგრამა „ტრიტონთან“, რომლის სამიზნესაც უსაფრთხოების ინდუსტრიული სისტემები წარმოადგენს.

„აშშ-ი აგრძელებს რუსეთის მთავრობის სახელით მოქმედი რუსი აქტორების მავნებლური კიბერსაქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„მაშინ, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ კიბერსივრცეში პასუხისმგებლიან მოთამაშეს წარმოადგენს, ის განაგრძობს საშიშ და მავნებლურ საქმიანობაში მონაწილეობას, რაც აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებს საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნულია განცხადებაში.