აშშ-მა ირანში რამდენიმე ლოკაციაზე იერიშები მიიტანა
გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანა. განახლებული დაბომბვების მეთერთმეტე ღამეს ოფიციალური ვაშინგტონის სამიზნე იყო თეირანი, თავრიზი, ჩაბაჰარი და კონარაკი. აფეთქებები ასევე იყო ქალაქ ბუშირში, სადაც ირანის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, დრონების საწყობები და სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
„როიტერი“ წერს, რომ აფეთქების ხმა გაისმა ქვეყნის დედაქალაქშიც, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.