აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შემზღუდველი ზომები ამჯერად ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს შეეხო.

აშშ-ის სასანქციო სიაში ასევე მოხვდა ირანის ცხრა მოქალაქე, რომელთა შორის არის ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი.

ვაშინგტონის ე.წ. შავ სიაშია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, მოჰამად ჰოსეინ ბაგერი, რამდენიმე გენერალი და მაღალჩინოსანი.