აშშ-მა ირანის ინფორმაციის მინისტრს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანის ინფორმაციის მინისტრს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ინფორმაციის მინისტრს, მოჰამედ ჯავად აზარის სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციების დროს ქვეყანაში ინტერნეტზე დაწესებული ცენზურა გახდა.

„ირანის ლიდერმა კარგად იცის, რომ ღია და თავისუფალი ინტერნეტი კარგად აჩვენებს მათ არალეგიტიმურობას. ამიტომ, ისინი ინტერნეტს ზღუდავენ“, – განაცხადეს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტში.

ირანში საპროტესტო აქციების დროს მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდული იყო ინტერნეტი, რის გამოც მოსახლეობა ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა. ისინი სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეომასალებისა და ინფორმაციის გავრცელებას ვერ ახერხებდნენ.