აშშ-მა ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა
აშშ-მა ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა

აშშ-მა ევროპაში „ბი 2 სფირით“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები გადაისროლა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავები ატლანტის ოკეანეში მდებარე პორტუგალიის აზორის კუნძულებზე არსებულ ავიაბაზაზე განთავსდა.

აშშ-ის ევროპული სარდლობა თვითმფრინავების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

„თვითმფრინავები განახორციელებენ ოპერაციებს სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. ევროპაში სტრატეგიული ბომბდამშენების განლაგება ეკიპაჟის წევრებისთვის სამხედრო ოპერაციების თეატრს უზრუნველყოფს და გამოხატავს აშშ-ის ერთგულებას მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ“, – აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაში.