აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და საქართველომ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა
აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და საქართველომ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა

აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და საქართველომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოების მცირე ჯგუფი, რომელშიც სანქციების პოლიტიკის აპოლოგეტები ქვეყნები შედიან, არ აღმოჩნდა მზად, ეპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებაზე და მათ ვერ შეძლეს თავისი პოლიტიზებული მიდგომებსა და ინტერესებზე უარი თქმა. შედეგად, პანდემიის საფრთხეებზე, გლობალურ და სოლიდარული პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. შეიძლება დაზარალდეს უამრავი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა განვითარებად ქვეყნებში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მოვისმინოთ და წერილობითი ფორმით გავეცნოთ ჩვენი დეკლარაციის პროექტის ბლოკირების არგუმენტები და ლოგიკა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამასთან, ჩვენი სურვილია და ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ უკრაინა და საქართველოს ამ ძალისხმევისგან გათავისუფლდება, რადგან მათი არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ამპარტავნული და პოლიტიზებულია“, – ნათქვამია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ითვალისწინებდა სავაჭრო ომებსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივი სანქციების დაწესებაზე უარის თქმას. ასევე, შეიცავდა მოწოდება, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კოორდინაციაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი გაზრდილიყო.