აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ეს არის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ორივე ქვეყანას ბევრ სამუშაო ადგილსა და შემოსავალს მოუტანს.

„დიდი ბრიტანეთი ძალიან კარგად არის დაცული. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე მომწონს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, კირ სტარმერმა შესანიშნავი სამუშაო გასწია სავაჭრო შეთანხმების მიღწევით, რასაც მისი წინამორბედები ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება აშშ-თან, რომელიც მოიცავს ავტომობილების ტარიფებს.