აშშ-მა 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის ხუთ ირანულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
აშშ-მა 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის ხუთ ირანულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

აშშ-მა დეზინფორმაციის გავრცელებისა და არჩევნების ხელყოფის მცდელობისთვის ხუთ ირანულ ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, აშშ-მა ასევე რამდენიმე კიბერსუბიექტი ტერორისტების მონიტორინგის სიაში შეიყვანა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან მათი კავშირის გამო.

„აშშ არ მოითმენს უცხოურ ჩარევას თავის არჩევნებში. აშშ-ის მთავრობა იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მათ გამოსავლენად, ვინც მიზნად ისახავს ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქუდსის ძალებს, ბაიან გოსთარის ინსტიტუტს, ირანის ისლამური რადიოსა და ტელევიზიის კავშირს, ასევე ვირტუალური მედიის საერთაშორისო კავშირს.