აშშ-მ ტოკიოს ოლიმპიადის წინ პირველი საწვრთნელი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
აშშ-მ ტოკიოს ოლიმპიადის წინ პირველი საწვრთნელი მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნიგერიასთან და ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ, გრეგ პოპოვიჩმა ლას ვეგასში 108:80 გაანადგურა არგენტინა.

ამჯერად, ამერიკელთა სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბრედლი ბილი, დემიენ ლილარდი, ზაკ ლავინი, კევინ დურანტი და ბემ ადებაიო. მათ თავიდანვე სერიოზულად მიხედეს საქმეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 33:19-ს იგებდნენ. საწყის 10 წუთში ამერიკელებმა ექვსი სამქულიანი ჩააგდეს.

დიდი შესვენებისთვის აშშ-მ უპირატესობა გაზარდა – სხვაობა 16 ქულა იყო (58:42). ამ მომენტისთვის კევინ დურანტს 14 ქულა ჰქონდა. საბოლოოდ, მან 17 ქულით დაასრულა შეხვედრა. ასეთივე მონაგარი ჰქონდა ბილს. ამერიკელთა რიგებში კიდევ სამმა კალათბურთელმა მიითვალა მინიმუმ 10 ქულა.