აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადახალისებული შემადგენლობა დაასახელა
აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადახალისებული შემადგენლობა დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა განახლებული შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს.

ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ბევრმა ვარსკვლავმა თქვა უარი ჩემპიონატში თამაშზე.

დღეისათვის, გრეგ პოპოვიჩის გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), ანდრე დრამონდი (დეტროიტი), მოტრეზლ ჰარელი (კლიპერსი), კაილ კუზმა (ლეიკერსი), ბრუკ ლოპესი (მილუოკი), კაილ ლაური (ტორონტო), კრის მიდლტონი (მილუოკი), დონოვან მიტჩელი (იუტა), მეისონ პლამლი (დენვერი), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი), მარკუს სმარტი (ბოსტონი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), პი ჯეი ტაკერი (ჰიუსტონი), მაილზ ტერნერი (ინდიანა), კემბა უოკერი (ბოსტონი), ტადეუს იანგი (ჩიკაგო).

5-9 აგვისტოს ეს შემადგენლობა საწვრთნელ შეკრებას გაივლის ლას ვეგასში.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იუარეს ენტონი დევისმა, ჯეიმს ჰარდენმა, კევინ ლავმა, დემიან ლილარდმა, ბრედლი ბილმა, ერიკ გორდონმა, დემარ დეროზანმა, რასელ უესტბრუკმა და სი ჯეი მაკოლუმმა.

პლანეტის პირველობა 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთში გაიმართება.