აშშ-მ ჰონგ კონგის ლიდერ კერი ლამს და 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
აშშ-მ ჰონგ კონგის ლიდერ კერი ლამს და 11 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰონგ კონგის ლიდერს, კერი ლამს და ასევე, 11 მაღალჩინოსანს ჰონგ კონგში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კერი ლამსა და 11 მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებულ შტატებში ანგარიშები გაეყინებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ეს ნაბიჯი ჰონგ კონგში ნათელ სიგნალს გზავნის, რომ ქვეყნის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია.

დატოვე კომენტარი