ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს, რომელიც მალე კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა. პლანეტის პირველობაზე არ ითამაშებს „დეტროიტ პისტონსის“ ცენტრი ანდრე დრამონდი. მას თავისი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
ამის შემდეგ, აშშ-ის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 15 კალათბურთელი შევიდა:
ბემ ადებაიო (მაიამი), ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო), კემბა უოკერი (ბოსტონი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), მარკუს სმარტი (ბოსტონი), კაილ კუზმა (ლეიკერსი), ბრუკ ლოპესი (მილუოკი), კრის მიდლტონი (მილუოკი), კაილ ლაური (ტორონტო), დონოვან მიტჩელი (იუტა), მეისონ პლამლი (დენვერი), პი ჯეი ტაკერი (ჰიუსტონი), მაილზ ტერნერი (ინდიანა), ტადეუს იანგი (ჩიკაგო).
12-კაციან საბოლოო შემადგენლობას 17 აგვისტოს დაასახელებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთში გაიმართება. აშშ-ის მეტოქეები ჯგუფში ჩეხეთი, თურქეთი და იაპონია იქნებიან.