აშშ ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მცდელობებს მიესალმება
აშშ ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მცდელობებს მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მცდელობებს, რომელიც ხელს შეუწყობს სანავთობე და გაზის რესურსების განსაზღვრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეთანხმებამ შეიძლება, უფრო მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოიტანოს, როგორც ლიბანისთვის და ისრაელისთვის, ასევე რეგიონისთვის და მხარეთა შორის რეზოლუციის მიღება შესაძლებელია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, რეზოლუციისკენ პროგრესი მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით მიიღწევა.

ლიბანი და ისრაელი ჩართული არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებში საზღვაო საზღვრების დადგენის მიზნით, რომელიც მხარეებს დაეხმარება, განსაზღვრონ ნავთობისა და გაზის რესურსების კუთვნილება. მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ ხელი შეუშალა ენერგოპროდუქტების მოძიებას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებში.