აშშ კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბებს აფართოებს
აშშ კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბებს აფართოებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და და ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ბრიფინგის დროს ახალ კორონავირუსზე ტესტირების გაფართოების ახალი გეგმა წარადგინეს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი იუწყება, აშშ-ში „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უკვე 5.4 მილიონმა ადამიანმა გაიარა, მათ შორის, 200,000 ტესტირება მხოლოდ გასულ ოთხშაბათს ჩატარდა.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ბრიფინგისას განაცხადა, მაისის თვეში, ყველაზე ნაკლებად ინფიცირებულ შტატებშიც კი, ორჯერ მეტი ტესტი ჩატარდება, ვიდრე მთელ სამხრეთ კორეაში, ქვეყანაში, რომელიც მასობრივი ტესტირების ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება.