აშშ-ის კონგრესში, პირველად ისტორიაში, ორი მუსლიმი ქალი აირჩიეს
აშშ-ის კონგრესში, პირველად ისტორიაში, ორი მუსლიმი ქალი აირჩიეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, პირველად ისტორიაში, ორი მუსლიმი ქალი აირჩიეს. შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების საფუძველზე ირკვევა, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინესოტასა და დეტროიტის შტატების წარმომადგენლები მუსლიმი ქალები იქნებიან.

მინესოტელი პოლიტიკოსი ილჰან ომარი წარმოშობით სომალელია. ის ოჯახთან ერთად აფრიკული ქვეყნიდან სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ წამოვიდა. ოთხი წლის განმავლობაში ომარი კენიაში არსებულ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. დღეს ილჰან ომარი საკმაოდ პოპულარული პოლიტიკოსია. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ომარი ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის მისვლის და მისი მიგრაციული პოლიტიკის შემდეგ მოექცა. დღეს წარმოშობით სომალელი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსს ვერ მოიპოვებდა.

დეტროიტის შტატის წარმომადგენელი დემოკრატიული პარტიიდან რაშიდ ტლაიბი წარმოშობით პალესტინელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად მისი მშობლები ტლაიბის დაბადებამდე გადავიდნენ.

აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ლიდერობენ, ხოლო სენატში – რესპუბლიკელები.

დატოვე კომენტარი