აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსთან დაკავშირებით გამოძიებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსთან დაკავშირებით გამოძიებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოძიების საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსადმი გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში აშშ-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ახლა ლოდინის დრო არ არის და „კოვიდ-19“-ის გავრცელებასა და მის წარმომავლობაზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა 18 მაისს გამოქვეყნებულ წერილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს აცნობა, დასაკარგი დრო არ გვაქვს და ორგანიზაციაში რეფორმები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა მსგავსი პანდემია აღარასდროს მოხდეს. ჩვენ ვემხრობით, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების ფონზე, მოხდეს ორგანიზაციის საქმიანობის დამოუკიდებელი და დეტალური გადახედვა. გვსურს, მუშაობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ“, – აღნიშნავს წერილში აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი ბრეთ გირუარი.

​ჯანდაცვის მდივნის თქმით, ასეთი პროცედურები მსოფლიოს დაეხმარება ვირუსის წარმომავლობის დადგენასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საპასუხო რეაგირების უკეთ შესწავლაში.

დატოვე კომენტარი