აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.