აშშ-ისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის საკითხზე დოჰაში იმსჯელებენ

23:42, 02.05.2019

ამერიკის შეერთებული შტატებისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის საკითხზე დოჰაში იმსჯელებენ, სადაც ოთხშაბათს მოლაპარაკების რიგით მესამე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, შეთანხმების ოთხი პუნქტი განიხილება. მათ შორის ავღანეთსშორისი დიალოგისა და ქვეყანაში ძალადობის შემცირების საკითხები, როგორც ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე, იმსჯელებენ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანასა და „თალიბანის“ მხრიდან აშშ-ზე ან სხვა ქვეყანაზე თავდასხმისთვის ავღანეთის ტერიტორიის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე.

მსგავსი