აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტი სიმბოლური ხასიათისაა, რადგან კენჭისყრამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი განაცხადა.

25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, გამოაცხადოს პრეზიდენტი მოვალეობის შესასრულებლად უუნაროდ.

დღეს ასევე წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციას უნდა უყაროს კენჭი.