აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა მომავალ კვირამდე მიაღწიონ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა მომავალ კვირამდე მიაღწიონ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა.
როგორც აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ჯონ კელიმ გაერო-ს უშიშროების 15-წევრიან საბჭოს განუცხადა, რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და გრძელვადიან ზავზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს 8 აგვისტომდე უნდა მოხდეს.
„შეერთებული შტატები მზადაა, მიიღოს დამატებითი ზომები ზავის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა კელიმ.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყებდა ტარიფებისა დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, თუ ათ დღეში მოსკოვი პროგრესს არ აჩვენებდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ.