აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეიდები ლოს ანჯელესში
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეიდები ლოს ანჯელესში

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, განაგრძოს ფართომასშტაბიანი რეიდები ლოს ანჯელესში, დროებით გაუქმდა ფედერალური მოსამართლის განჩინება, რომელიც ამ ღონისძიებებს ზღუდავდა.

უზენაესმა სასამართლომ კენჭისყრით გადაწყვიტა, გაეუქმებინა მოსამართლის განჩინება, რომელიც ზღუდავდა რეიდების ჩატარებას ლოს ანჯელესის რეგიონში. უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების მომხრე ექვსი მოსამართლე იყო, ხოლო სამი – წინააღმდეგი.

მედიის ცნობით, ლიბერალი მოსამართლეები აღნიშნულს არ ეთანხმებოდნენ და აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს საშუალებას აძლევს, ეჭვმიტანილები მხოლოდ მათი რასის, ენის ან სამსახურის საფუძველზე გააჩერონ.