აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ავღანეთის არმიის ჩამოშლა ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ავღანეთის არმიის ჩამოშლა ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ავღანეთის არმიის ასე სწრაფად ჩამოშლა მოულოდნელი იყო. ეს განცხადება ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონში ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა ავღანეთის მთავრობაში არსებული კორუფცია.

„ჩვენ ვეხმარებოდით ავღანეთს სახელმწიფოს მშენებლობაში, თუმცა ვერ შევქმენით ერი. ის ფაქტი, რომ ავღანეთის არმია, რომელსაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვწვრთნიდით, უბრალოდ ჩამოიშალა, ხშირ შემთხვევაში ერთი გასროლის გარეშეც, ნამდვილად მოულოდნელი იყო“, – განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის კონგრესში მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება მოსმენები, რომლებზეც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესთან დაკავშირებით კანონმდებლების კითხვებს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები უპასუხებენ.