აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - თეირანის მუქარა ირანის იზოლაციას გააღრმავებს
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - თეირანის მუქარა ირანის იზოლაციას გააღრმავებს

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ბრაიან ჰუკის თქმით, თეირანის მუქარა ირანის იზოლაციას გააღრმავებს. როგორც ბრაინ ჰუკმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა, „ვიდრე რეჟიმი ემუქრება მსოფლიოს და ირანი არ იქცევა ნორმალური სახელმწიფოების მსგავსად, მანამდე ის იზოლირებული იქნება“.

ჰუკმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ირანის ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო პასუხს აგებინებს.

„დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალ ჰასან შავაპურს, რადგან ის მონაწილეობდა ირანში 2019 წლის ნოემბერში გამართული მშვიდობიანი აქციების დარბევაში. ის 148 ირანელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ამის დადასტურება მოხერხდა ირანის მოქალაქეების დახმარებით, რომლებმაც ჩვენ 88 ათასი მტკიცებულება გამოგვიგზავნეს“, – განაცხადა ჰუკმა.